ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ ურთიერთობების ხელმძღვანელის რანგში დაბრუნდა #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი კლუბში ურთიერთობების ხელმძღვანელის რანგში დაბრუნდა და მას აქტიური კავშირი კლუბის სპორტულ დირექტორთან, მაურიციო სკანავინოსთან ექნება.
40 წლის კიელინიმ საფეხბურთო კარიერა 2023 წელს დაასრულა, ბოლოს ის აშშ-ს საფეხბურთო ლიგის გუნდში, „ლოს ანჯელესში“ ირიცხებოდა.
რაც შეეხება „იუვენტუსს“, იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდში ის 2005-2022 წლებში თამაშობდა და 36 გოლი გაიტანა. 2015 და 2017 წლებში კიელინიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, ხოლო სერია A ცხრაჯერ მოიგო.