ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანი რესპუბლიკელ სენატორს ზეწოლაში ადანაშაულებს
ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანი ბრედ რაფენსპერგერი რესპუბლიკელ სენატორს ზეწოლაში ადანაშაულებს. ინფორმაციას გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.
როგორც ბრედ რაფენსპერგერი ამტკიცებს, მასზე ზეწოლას რესპუბლიკური პარტიის ლიდერები, მათ შორის სენატორი ლინდსი გრემი ახორციელებდა.
რაფენსპერგერის თქმით, გრემი მას მოუწოდებდა, არ ჩაეთვალა კანონის სრული დაცვით მიღებული ხმები, რათა ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადებულიყო.
„ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში ჯორჯიის შტატში სახელწმიფო მდივანი ჰყვება, რომ რესპუბლიკელი სენატორი დაინტერესდა, თუ შეიძლებოდა ბიულეტენების ნაწილის გაუქმება, განაკუთრებით კი იმ ოლქებში, სადაც ბიულეტენების დიდ ნაწილზე ხელმოწერები არ ემთხვეოდა. თავად რესპუბლიკელი სენატორი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას უბრალოდ უნდოდა გაეგო, როგრო ხდება ბიულეტენების ავთენტურობის დადგენა. ამასთან ერთად, „ვაშინგტონს პოსტთან“ ინტერვიუში ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ხმების გადათვლის პროცესში მას და მის მეუღლემ მოკვლით დაემუქრნენ.
ამჟამად, ჯორჯიის შტატში ბიულეტენების ხელით გადათვლა გრძელდება, რაც 20 ნოემბერს უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე მცირე სხვაობით ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი.