„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კანდელაკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

09:40, 12.05.2019

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ კანდელაკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 3 კმ სიგრძის წყალმომარაგების სისტემა და სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

ჯი-ვი-პი“ ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად გადაერთებით სამუშაებს ხვალ, 13 მაისს განახორციელებს, რის გამოც 13 მაისს, დღის 12:00 საათიდან 14 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: კანდელაკის, ბუდაპეშტის, დელისის და მიმდებარე ქუჩებსჩებს, ასევე ნუცუბიძის ქუჩის და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი