„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა, მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები

09:08, 18.11.2026

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, მაგისტრალური წყალსადენის ავარიულად დაზიანებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 18 ნოემბერს, გამთენიისას, 03:30 საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფების დაუყოვნებელი მობილიზება. წყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყო აღნიშნულ არეალში მდებარე აბონენტების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებითვე, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და კომპანია მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს.

„ამ ეტაპზე ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები, რათა დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას. პარალელურად, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და კომპანია მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი