„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 15 აპრილიდან თბილისისა და მცხეთის სერვისცენტრებში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი, მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ

11:46, 14.04.2021

პანდემიის გათვალისწინებით, 15 აპრილიდან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თბილისისა და ქალაქ მცხეთის სერვისცენტრებში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი„ ავრცელებს.

მათივე ცნობით, განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]; ონლაინრეჟიმში მიღებული განცხადების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.

„დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე www.gwp.ge. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის – 2 931111 და ონლაინჩათის მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი