„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. თითქმის სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კომპანიის მენეჯმენტმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაღაროელებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად, შეძახილებით დატოვეს.

კომპანიის შეთავაზებას ხელფასების 15%-იან ზრდაზე, მაღაროელები არ დათანხმდნენ. ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას ითხოვენ.

რაც შეეხება გაფიცულების დანარჩენ მოთხოვნებს, კომპანია ეტაპობრივად მათ მოგვარებას დაჰპირდა. საუბარია ეკოლოგიურ პრობლემებზე, სამედიცინო დაზღვევასა და შრომით უსაფრთხოებაზე.

მაღაროელები მოთხოვნების სრულად შესრულებამდე გაფიცვას გააგრძელებენ.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი კომპანიის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსთან და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორთან ერთად მაღაროელთა შეკითხვებს პასუხობენ.

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გუშინ გაიფიცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.