„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები გაფიცულ მაღაროელებს ხვდებიან
„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები გაფიცულ მაღაროელებს ხვდებიან

ირაკლი კობახიძის, კახა კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან ​​ შეხვედრის შემდეგ, მათ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები ხვდებიან. კომპანიის მენეჯმენტთან შეხვედრა ჭიათურის თეატრში მიმდინარეობს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი კომპანიის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსთან და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორთან ერთად მაღაროელთა შეკითხვებს პასუხობენ.

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გუშინ გაიფიცა. „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს დღეს შეხვდნენ.