„ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისთან სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

14:49, 27.05.2019

ჭიათურაში, სკოლის მოსწავლეებმა მაღაროელების მხარდასაჭერად, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერით – „მოიშორე ტალახი“. ამასთან სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ აქციაზე იყო შეძახილები – „მოიშორე ტალახი“, „შეასრულე ან წადი“.

გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერა დღეს სკოლის მოსწავლეებმა, ასევე პედაგოგებმა გამოუცხადეს.

მსგავსი