„ჯორჯიან ეარვეისი“ რამდენიმე მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ რამდენიმე მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რამდენიმე მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს ან სიხშირეებს ამცირებს.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან მიაწოდეს. თბილისი-ბარსელონას მიმართულებით ფრენები უქმდება 20.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 12.01.2020-დან 04.03.2020-მდე.

თბილისი-ბოლონიის მიმართულებით ფრენები უქმდება 08.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 10.01.2020-დან 04.03.2020-მდე.

თბილისი-ბრიუსელის ფრენები უქმდება 21.11.2019-დან 12.12.2019-მდე და 16.01.2020-დან 05.03.2020-მდე.

თბილისი-ლონდონის ფრენები უქმდება 23.11.2019-დან 07.12.2019-მდე და 15.01.2020-დან 11.03.2020-მდე.

ბარსელონის, ბოლონიის, ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებით ფრენები, მითითებული თარიღების შუალედში განრიგის მიხედვით შესრულდება.

ამასთან, თბილისი-პრაღის მიმართულებით ფრენები უქმდება 19.11.2019-დან 10.12.2019-მდე. თბილისი-ბერლინის ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 17.01.2020-დან 06.03.2020-მდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ ერთი სიხშირით. თბილისი-კიევის ფრენები 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უქმდება ოთხშაბათობით და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით.