ჯორჯია მელონი – ვფიქრობდი, დონალდ ტრამპთან ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მსგავს შეხედულებებს, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ The New York Times-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თავის დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„აშკარაა, ვფიქრობდი, დონალდ ტრამპთან ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მსგავს შეხედულებებს იმიგრაციასა და გამოღვიძების კულტურასთან დაკავშირებით. თუმცა, ყველაფერი სხვანაირად განვითარდა,“ – განაცხადა მელონიმ ინტერვიუში.
როგორც იტალიის პრემიერმა აღნიშნა, ორი ქვეყნის ლიდერებს ერთმანეთთან უკვე რამდენიმე კვირაა არ უსაუბრიათ. კითხვას, გააგრძელებენ თუ არა ის და ტრამპი კომუნიკაციას ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მელონიმ ასე უპასუხა: „ვნახოთ.“
ტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რომ არ ნანობს თავის ძალისხმევას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მჭიდრო კავშირების დამყარების მიმართულებით, მიუხედავად მთელი რიგი საჯარო უთანხმოებებისა.
„მე, ისევე როგორც ადრე, მივიჩნევ, რომ დასავლეთის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მე არ განვსაზღვრავ იტალიის სტრატეგიას ჩემი პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საფრანგეთში გამართულ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ჯორჯია მელონი მას ფოტოს გადაღებას „ეხვეწებოდა“. მელონიმ ტრამპის განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.