ჯორჯია მელონი – უკრაინაზე ნატო-ს მეხუთე მუხლის გავრცელება გამოააშკარავებს რუსეთის შესაძლო ბლეფს, თუ კვლავ არ გეგმავს მეზობელ ქვეყნებში შეჭრას, გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები

00:54, 20.03.2025

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება არის ყველაზე მარტივი და ეფექტურ წინადადება, რადგან რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს.

„რუსეთი თუ არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია“, – აღნიშნა მელონიმ.

მისივე თქმით, მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული.

„მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების მიერ წამოყენებულ წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი