ჯორჯია მელონი - ტრამპმა მიიღო ჩემი მოწვევა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ, ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ, ვფიქრობ, ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება
ჯორჯია მელონი - ტრამპმა მიიღო ჩემი მოწვევა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ, ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ, ვფიქრობ, ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება

ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ, ვფიქრობ, ერთად ამის გაკეთება შეგვიძლია, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა. 

ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ტრამპმა მიიღო მისი მიწვევა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის თაობაზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს სხვა ევროპელ ლიდერებსაც.

„ჩემი მიზანია, დასავლეთი კვლავ დიდებული გავხადოთ და ვფიქრობ, რომ ერთად შეგვიძლია ამის გაკეთება. როცა დასავლეთზე ვსაუბრობ, უპირველესად, არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ სივრცეს. მე ვსაუბრობ ცივილიზაციაზე და მსურს ეს ცივილიზაცია უფრო ძლიერი გავხადოთ.

ჩვენ ვიზიარებთ კიდევ ერთ გამოწვევას, რომელიც არის ბრძოლა „ვოუკ“ და მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის იდეოლოგიის წინააღმდეგ, რომელსაც სურს ჩვენი ისტორიის წაშლა“, – აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას სჯერა, რომ აშშ და ევროპა ერთად შეძლებენ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი“ მშვიდობის მიღწევას.