ჯორჯია მელონი - მარინ ლე პენის წინააღმდეგ არც წაყენებული ბრალდებების არსი ვიცი, არც გადაწყვეტილების მიზეზები, მაგრამ არ შეიძლება, ეს განაჩენი გაუხარდეთ მათ, ვისაც დემოკრატია ადარდებს 
ჯორჯია მელონი - მარინ ლე პენის წინააღმდეგ არც წაყენებული ბრალდებების არსი ვიცი, არც გადაწყვეტილების მიზეზები, მაგრამ არ შეიძლება, ეს განაჩენი გაუხარდეთ მათ, ვისაც დემოკრატია ადარდებს 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერთან, მარინ ლე პენთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„მარინ ლე პენის წინააღმდეგ არც წაყენებული ბრალდებების არსი ვიცი, არც ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები, მაგრამ ვფიქრობ, ვისაც დემოკრატია ადარდებს, არ შეიძლება გაუხარდეს განაჩენი, რომელიც მსხვილი პარტიის ლიდერს ეხება და მილიონობით მოქალაქეს წარმომადგენლობის გარეშე ტოვებს“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

ცნობისთვის, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.