ჯორჯია მელონი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ შემდეგ სამიტში აშშ-ის დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას
ჯორჯია მელონი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ შემდეგ სამიტში აშშ-ის დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი იმედოვნებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებულ შემდეგ სამიტში, ევროპელებთან ერთად, აშშ-ის დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

მელონიმ ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობის აუცილებლობას, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს და მშვიდობა იქნეს მიღწეული.

ცნობისთვის, დღეს პარიზში დაახლოებით 30 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა, რათა, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, ომის მიმდინარეობის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ.