ჯორჯია მელონი – დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ღაზაში მოვლენების განვითარებას და ვადასტურებ ჩემს სრულ მხარდაჭერას პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის მიმართ
დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ღაზაში მოვლენების განვითარებას და ვადასტურებ ჩემს სრულ მხარდაჭერას პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის მიმართ, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა ყველა ჩვენგანისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მიგვიყვანს ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებამდე. იტალია მზად არის თავისი წვლილის შესატანად“, – წერს ჯორჯია მელონი.
ცნობისთვის, „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ამასთან, „ჰამასში“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ძირითადად ეთანხმებიან, თუმცა გეგმის გარკვეული მოთხოვნები არარეალისტურია.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა.
Seguo con grande attenzione gli sviluppi a Gaza e rinnovo il mio pieno sostegno agli sforzi del Presidente Trump per portare la pace in Medio Oriente.
La priorità per tutti deve essere ora giungere a un cessate il fuoco che conduca all’immediato rilascio di tutti gli ostaggi.…
— Giorgia Meloni (@GiorgiaMeloni) October 3, 2025