ჯორჯე სიმიონი - ჩვენ დარწმუნებული ვართ დღევანდელ შედეგში, თუ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად გაგრძელდება
რუმინეთის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოსვლისას სიმიონმა განაცხადა, რომ ჩატარებული გამოკითხვები დამაჯერებელ გამარჯვებაზე მიუთითებს.
„დემოკრატიაზე დარტყმის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და რუმინელი ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის უფლების მიცემა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიისკენ დაბრუნება, ხალხის არჩევანისკენ დაბრუნება და რუმინელი ხალხის რწმენის აღდგენა დემოკრატიის მიმართ. ჩვენ დარწმუნებული ვართ დღევანდელ შედეგში, თუ არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად გაგრძელდება. დღეს ყველას მოვუწოდებ, გამოვიდეს და ხმის მიცემით დემოკრატიის ზეიმი აღნიშნოს“, – განაცხადა სიმიონმა.
სიმიონმა ასევე ისაუბრა მთავრობის ფორმირების საკითხზე.
„მე ვთქვი, რომ თუ კალინ ჯორჯესკუს სურს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ის ხალხის მიერ არის არჩეული და მე დემოკრატი ვარ, არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნების გაუქმებაში. ასე რომ, დაე, აღსრულდეს ხალხის ნება“, – განაცხადა სიმიონმა.