აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ჯორჯ სენტ პიერმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერის დასრულების შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა, თუმცა მიუხედავად ამისა ლეგენდარული მებრძოლი ვარჯიშს მაინც აგრძელებს. კანადელი წვრთნას პანდემიის დროსაც ახერხებს.
კორონავირუსის გამო დაიხურა ყველა სპორტული დარბაზი, რის გამოც ათლეტები ჩვეულ ვარჯიშს ვეღარ ახერხებენ. სენტ პიერი კი აცხადებს, რომ პანდემიამ მას წვრთნის ახალი გზების ძიება გადააწყვეტინა.
„მებრძოლმა ყოველთვის უნდა გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭი და იპოვოს გზა თუ როგორ ივარჯიშოს რთულ პერიოდში. იმ შემთხვევაშიც კი თუ ვერ ახერხებ დარბაზში მისვლას, ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ ფორმა შეინარჩუნო და ივარჯიშო. ამის მრავალი გზა არსებობს. უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსთან ბრძოლა და ამ სირთულეებთან გამკლავება იქნება იოლი, თუმცა ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ერთად ვართ და თანაბარ პოზიციაში ვიმყოფებით.“ – განაცხადა სენ პიერმა UFC-ის მებრძოლ ტაირონ ვუდლისთან ინსტაგრამ ლაივ ჩართვის დროს.