ჯორჯ კენტი - სამწუხაროდ, ოპოზიციის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა ახალ პარლამენტს იმის მიუხედავად, რომ კვლევებით, უმატესობას, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, სურს, დეპუტატებმა დაიკავონ საკუთარი ადგილები
ჯორჯ კენტი - სამწუხაროდ, ოპოზიციის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა ახალ პარლამენტს იმის მიუხედავად, რომ კვლევებით, უმატესობას, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, სურს, დეპუტატებმა დაიკავონ საკუთარი ადგილები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯორჯ კენტის განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიშვნელოვან წინსვლას მიაღწია, თუმცა კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ნორმების გასამტკიცებლად.

„როდესაც საქართველო გამოწვევებს აწყდება საგარეო აქტორებისგან, ის ასევე დგას სერიოზული შიდა გამოწვევის წინაშე. აშშ-ის მხარდაჭერით საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიშვნელოვან წინსვლას მიაღწია, თუმცა ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველოს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი ინსტუტუებისა და დემოკრატიული ნორმების განსამტკიცებლად. საქართველოში დღეს არსებული კრიზისი შემაშფოთებელია, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ისე რუსეთის მავნე ზეგავლენისადმი დაუცველობის ზრდის კუთხით.

ეუთო-ს შეაფსებით, 2020 წლის არჩევნების პირველი რაუნდი იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, მაგრამ მათ ასევე აღნიშნეს, რომ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო გამიჯვნა დარღვეული იყო, რამაც შეასუსტა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტისადმი“, – განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ოპოზიციის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა ახალ პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მხიედვით, ქართველების უმატესობას, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, სურს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში.

„სამწუხაროდ, ოპოზიციის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა ახალ პარლამენტს. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კვლევები ადასტურებს, ქართველების უმატესობას, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, სურს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავონ საკუთარი ადგილები.

23 თებერვალს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაპატიმრებამ გააძლიერა კრიზისი. მელიას დაპატიმრება წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიისთვის. ორივემ – მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამაც ვერ იმოქმედეს სიტუაციის განსამუხტად. ეს წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, უნდა იყოს ცალსახა, როდესაც საქართველოს ლიდერები, განსაკუთრებით მმართველ პარტიაში, უხვევენ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ გეზს.

დასავლეთთან ინტეგრაცია არის გამოწვევებით აღსავსე გზა, რომელიც მოითხოვს მკაფიო და უდრეკ ერთგულებას საერთო ღირებულებებისადმი, დემოკრატიული ნორმებისადმი, ინსტუტუტების მდრადგობისადმი, რაც წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს. ჩვენი ელჩი, კელი დეგანი დაუღალავად მუშაობს ევროკავშირის ელჩთან ერთად ბოლო წლის განმავლობაში, რათა დაეხმაროს ქართველებს წინ წაწევაში.

საქართველოს ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რათა გადაჭრან ეს კრიზისი. წარმატებასა, თუ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ აკისრიათ. თუ მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. აშშ-ის ადმინისტრაცია ელოდება კონგრესთან და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მუშაობას, რათა მოხდეს სამომავლო შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რომ მხარი დაუჭიროს სქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და წარმატებას“, – განაცხადა ჯორჯ კენტიმ.