ჯორჯ კენტი - ჩვენ ადგილზე ვართ, რჩევას ვაძლევთ, მაგრამ პოლიტიკურმა ლიდერებმა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღონ
ჯორჯ კენტი - ჩვენ ადგილზე ვართ, რჩევას ვაძლევთ, მაგრამ პოლიტიკურმა ლიდერებმა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადებით, ჩიხიდან გამოსასვლელად საჭიროა, საქართველოში პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ჯორჯ კენტიმ აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

მისივე თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღონ.

„ჩიხიდან გამოსასვლელად საჭიროა, პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ და გააკეთონ ის, რაც საჭიროა საქართველოს დემოკრატიისთვის წინ წასაწევად. ბოლო კვირების განმავლობაში მოლაპარაკებები, რომლის ფასილიტაციასაც ახდენს ევროკავშირი და აშშ, კონცენტრირებული იყო საარჩევნო რეფორმების საჭიროებაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, როგორ შედგება პარლამენტი, კონკრეტულად კი საუბარი იყო ევროპულ მოდელზე, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობა განაწილებულია პარტიებს შორის. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომელზეც უთანხმოება არსებობს, ესენია, რა უნდა გაკეთდეს რამდენიმე ოპოზიციონერ ლიდერთან დაკავშირებით, რომელიც ახლა პატიმრობაშია, ასევე პოლიტიკური გზა წინ არჩევნებისკენ. ეს კრიტიკულად მიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ ადგილზე ვართ, მხარს ვუჭერთ, ვაკონტროლებთ, რჩევას ვაძლევთ, ვაქეზებთ, მაგრამ პოლიტიკურმა ლიდერებმა გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღონ“, – განაცხადა ჯორჯ კენტიმ.