მსოფლიო კრივის ლეგენდამ ჯორჯ ფორმენმა საკუთარ „ტვიტერზე“ შეადგინა მოქმედი სუპერმძიმეწონოსნების რეიტინგი. ამერიკელმა თავის სიაში ოთხი მოკრივე შეიყვანა და ისინი ასეთი თანმიმდევრობით დაალაგა.
„პირველი არის ტაისონ ფიური, მეორე – დეონტეი უაილდერი, შემდეგ მოდიან ენდი რუისი და ენტონი ჯოშუა“, – დაწერა ფორმენმა.
შეგახსენებთ, რომ უაილდერისა და ფიურის რევანში გაიმართება 22 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ბრძოლაში გათამაშდება სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტული.