დეონტეი უაილდერი ჯორჯ ფორმენისგან კონსულტაციებს მიიღებს
დეონტეი უაილდერი ჯორჯ ფორმენისგან კონსულტაციებს მიიღებს

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი დეონტეი უაილდერი ლეგენდარული ამერიკელი მოკრივისგან ჯორჯ ფორმენისგან კონსულტაციების მიღებას დათანხმდა, – წერს პორტალი Boxingnews24.

დეონტეი მზად არის, მოისმინოს ფორმანის იდეები ბრძოლებისთვის მზადებაში ცვლილებების შესახებ. ლეგენდარულმა ვეტერანმა უაილდერს დახმარება მას შემდეგ შესთავაზა, რაც მან ტაისონ ფიურისთან მეშვიდე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაკარგა. ეს იყო ამერიკელის პირველი მარცხი პროფესიულ კარიერაში.

შეგახსენებთ, დეონტეი უაილდერმა უკვე შეათანხმა რევანში ფიურისთან. სავარაუდოდ, მათი მესამე ბრძოლა 2020 წლის ზაფხულში გაიმართება.