ჯორჯ ბუში უმცროსი - ჩემი და ჩემი მეუღლის გული ახლა დაზარალებულ ავღანელ ხალხთან, ასევე ამერიკელებისა და ნატო-ს მოკავშირეებთანაა
ჯორჯ ბუში უმცროსი დიდი გულისტკივილით ადევნებს თვალს ავღანეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იმ ავღანელების ევაკუაცია, რომლებიც აშშ-თან თანამშორომლობდა, ვაშინგტონის პასუხისმგებლობაა.
„ჩემი და ჩემი მეუღლის გული ახლა დაზარალებულ ავღანელ ხალხთან და ამერიკლეების, ნატო-ს მოკავშირეებთანაა, რომლებმაც დიდი მსხვერპლი გაიღეს“, – ნათქვამია ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ავღანელები, რომლებიც ახლა უდიდესი რისკის ქვეშ არიან, წარმოადგენენ მათ, ვინც ამ ქვეყნის პროგრესის მოწინავე რიგებში იდგნენ“, – ნათქვამია ჯორჯ ბუშ უმცროსის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნის განკარგულება 20 წლის წინ სწორედ ჯორჯ ბუშ უმცროსმა გასცა.