ჯორდან ბარდელა – ველოდები, რომ ემანუელ მაკრონი ბოდიშს მოიხდის და ჯანდაბაში წავა
ველოდები, რომ ემანუელ მაკრონი ბოდიშს მოიხდის და აქედან ჯანდაბაში წავა, – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ განაცხადა.
მისივე თქმით, დროა, საფრანგეთის მოქალაქეებმა სწორი პოლიტიკური არჩევანი გააკეთონ.
„ჩვენ ათწლეულების განმავლობაში გამოვლენილი მოდუნების, ავტორიტეტის დაკარგვისა და შიდა უსაფრთხოების ძალების მორალური და მატერიალური განიარაღების საფასურს ვიხდით. ახლა უნდა გამოვფხიზლდეთ და სწორი პოლიტიკური არჩევანი გავაკეთოთ“, – აღნიშნა ჯორდან ბარდელამ.
J’attends d’Emmanuel Macron qu’il demande pardon et qu’il s’en s’aille.
On paye des décennies de laxisme, de perte d’autorité, de désarmement moral et matériel de nos forces de sécurité intérieure.
Il faut maintenant se réveiller et faire les bons choix politiques. https://t.co/MWclfr04RJ
— Jordan Bardella (@J_Bardella) October 18, 2026