ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მზადაა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მარინ ლე პენი ჩაანაცვლოს, თუ ლე პენს სასამართლო კენჭისყრაში მონაწილეობას აუკრძალავს
ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მზადაა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მარინ ლე პენი ჩაანაცვლოს, თუ ლე პენს სასამართლო კენჭისყრაში მონაწილეობას აუკრძალავს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ნაციონალური გაერთიანების“ თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა აცხადეებს, რომ მზადაა, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მარინ ლე პენი ჩაანაცვლოს, თუ ამ უკანასკნელს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო კენჭისყრაში მონაწილეობას აუკრძალავენ.

ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ბარდელამ თქვა, რომ თუ ლე პენს არჩევნების მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავენ, „ცხადია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი თავად იქნება“.

„ახლა საჭიროა, დავრჩეთ ერთიანები. ორი აზრი არაა, რომ მარინ ლე პენი არის ჩემი კანდიდატი და თუ ხვალ მას არ მისცემენ კენჭისყრის უფლებას, მაშინ მისი კანდიდატი ვიქნები მე. უფრო მკაფიოდ ამას ვერ ვიტყოდი“, – განაცხადა ბარდელამ.

ამასთან, ბარდელამ აღნიშნა, რომ „ეროვნული გაერთიანება“ გააკეთებს ყველაფერს და გამოიყენებს ყველა საშუალებას, რათა ლე პენის უდანაშაულობა დაამტკიცოს.

მისივე თქმით, თუ ლე პენი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და გაიმარჯვებს, ის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

ცნობისთვის, 31 მარტს პარიზის სასამართლომ მარინ ლე პენი და კიდევ 26 ადამიანი დამნაშავედ ცნო ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. ვერდიქტის თანახმად, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს ხუთი წლით არჩევითი თანამდებობის დაკავება აუკრძალეს. ლე პენმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში განაცხადეს, რომ განაჩენს აღნიშნულ საქმეზე 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.