ჯონდი ბაღათურია - ჩვენი მოთხოვნები არის საზოგადოების გაერთიანება და ჩვენება, რომ სახელმწიფო ქართულ საზოგადოებას ეკუთვნის
ჯონდი ბაღათურია - ჩვენი მოთხოვნები არის საზოგადოების გაერთიანება და ჩვენება, რომ სახელმწიფო ქართულ საზოგადოებას ეკუთვნის

ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასრულდეს ბოროტმადიდებლების ჭიაკოკონობა და გახლეჩილი საქართველოს გაერთიანება, ქვეყნის გაერთიანება შეიძლება აქ, პარლამენტთან ხალხის შეკრებით, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, დღეს აქციაზე მისვლით გადაწყდება საქართველოს ერთიანობის ბედი.

„მინდა, მივმართო ყველა თბილისელს, მობრძანდით დღეს აქციაზე 18:00 საათზე. თქვენი მოსვლით გადაწყდება საქართველოს ერთიანობის ბედი და იმის ბედი, ვინ მართავს და ვისია საქართველო. ამ ბოროტმადიდებლების, რომლებსაც შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი და ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევას, ქვეყნის შეტაკებას რუსეთთან და სამხედრო კონფლიქტებს, თუ იმ ხალხის, ვისაც გვინდა მშვიდობა და ქვეყნის განვითარება.

რაც შეეხება 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას, თუ ვინმეს აქვს განწყობა ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩვენც გვაქვს ეს განწყობა, გაგვიხარდება, თუ შემოგვიერთდებიან ისტერიკის, ტანზე შემოხევის, უწმაწური სიტყვებისა და შუბლზე ძარღვგაწყვეტილმა გაბუნიამ რაც გააკეთა, ასეთი საქციელების გარეშე. ჩვენ აქ პოლიტიკური მოთხოვნები არ გვაქვს და თუ ვინმე შემოგვიერთდება, მოვუწოდებთ, პოლიტიკური მოთხოვნები არ დავაყენოთ. ჩვენი მოთხოვნები არის ერისა და საზოგადოების გაერთიანება და იმის ჩვენება, რომ ეს სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს, ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.