„ნაპოლიმ“ მუშაობა დაიწყო „ლილის“ ფორვარდის, ჯონათან დევიდის ტრანსფერზე.
როგორც გაზეთი La Gazzetta dello Sport წერს, კანადელი თავდამსხმელი ნეაპოლური გუნდის პრიორიტეტია ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ სეზონის შემდეგ დატოვებს იტალიურ კლუბს.
დევიდი უკვე დათანხმდა მომავალ ტრანსფერს, რადგან მას ხიბლავს „ნაპოლის“ პროექტი და შესაძლებლობა, ძალები მოსინჯოს სხვა ჩემპიონატში. წერენ, რომ გასულ კვირას „ნაპოლის“ წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ფორვარდის აგენტებს.
ასევე იტყობინებიან, რომ „ნაპოლის“ სასტარტო წინადადება დევიდის ტრანსფერზე 35 მილიონ ევროს უტოლდება. თავის მხრივ, „ლილი“ კანადელ ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს ითხოვს.
ფორვარდის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში დევიდმა 40 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლი გაიტანა.