ჯონ პენელი - ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან, ამ თემაზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან
ჯონ პენელი - ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან, ამ თემაზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან

ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან, – ამის შესახებ USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემაზე საქართველოს მთავრობასთან უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია.

ჯონ პენელი ამბობს, რომ USAID აგრძელებს მჭიდრო პარტნიორობას ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

„USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო სააზოგადოებათან, მთავრობასთან და კერძო სექტორთან. საქართველოს საზოგადოების ამ სამ სეგმენტთან, 30 წელია, ვთანამშრომლობთ. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ეხება USAID-ის დახმარებას რადიკალური ჯგუფების მისამართით, დაკავშირებულია უფრო გაუგებრობასთან. ამ თემაზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა.