ჯონ მაკკეინი გამოდის ინიციატივით, აშშ-ის პრეზიდენტს ქვეყნის ნატო-დან გაყვანის უფლება ჩამოართვან

08:34, 30.07.2018

ჯონ მაკკეინი გამოდის ინიციატივით, აშშ-ის პრეზიდენტს ქვეყნის ნატო-დან გაყვანის უფლება ჩამოართვან. სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, აშშ-ი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სენატის თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. ინიციატივას მხარს რამდენიმე დემოკრატი სენატორი უჭერს.

მაკკეინს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპი ბრიუსელის სამიტზე ნატო-ს მოკავშირეებს ცუდად მოექცა.
სენატორის თქმით, “ნატო-ს მოკავშირეები 70 წლის განმავლობაში მსხვერპლს წირავდნენ დემოკრატიული სამყაროსთვის, რომელიც უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობას” ეფუძნება. მისივე თქმით, ნატო-მ აშშ-ის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტზე ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეეძლო აშშ-ი ალიანსიდან გაეყვანა, თუ მოკავშირეები სამხედრო ხარჯების გაზრდას არ დათანხმდებოდნენ

მსგავსი