ჯონ კირბის თქმით, შეფერხების თავიდან ასაცილებლად, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე კანონი სენატმა 19 მაისამდე უნდა დაამტკიცოს
ჯონ კირბის თქმით, შეფერხების თავიდან ასაცილებლად, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე კანონი სენატმა 19 მაისამდე უნდა დაამტკიცოს

​უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერების თავიდან ასარიდებლად, სენატმა 19 მაისამდე უნდა დაამტკიცოს კანონი ამ ქვეყნისთვის 40 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„19 მაისი არის დღე, როდესაც ჩვენ ნამდვილად, დამატებითი უფლებამოსილების გარეშე, ხელიდან ვუშვებთ  მიწოდების განხორციელების შესაძლებლობას. ეს გავლენას მოახდენს ჩვენს უნარზე უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.

გვსურს, გვქონდეს დამატებითი უფლებამოსილებები დამტკიცებული ამ თვის მესამე კვირას, რათა უკრაინისთვის მიწოდების შეუფერხებელი ნაკადი განვაგრძოთ, ამიტომ ცხადია, ჩვენ სენატს მოვუწოდებთ, იმოქმედოს რაც შეიძლება სწრაფად, რათა მაისის ბოლომდე არ მოგვიწიოს ლოდინი“, – განაცხადა კირბიმ.