ჯონ კირბი - უკრაინის კონტრშეტევა ჩიხში არ არის, მაშინაც კი, თუ ის საკმარისად სწრაფად არ პროგრესირებს
უკრაინის კონტრშეტევა ჩიხში არ არის, მაშინაც კი, თუ ის საკმარისად სწრაფად არ პროგრესირებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავად თქვა, რომ ის არ პროგრესირებს ისე სწრაფად, როგორც მას სურს და ისინი არ მიიწევენ ყოველდღიურად ისე შორს, როგორც მათ სურთ. აშშ არ აპირებს პოზიციის დაკავებას. ისინი მოძრაობენ, ეს არ არის ჩიხი. ისინი უბრალოდ გაყინულები არ არიან. უკრაინელები მოძრაობენ“, – აღნიშნა კირბიმ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი „დარწმუნდება, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ ისეთი სახის ინსტრუმენტები და შესაძლებლობები, რაც მათ მოძრაობაში დარჩენისთვის სჭირდებათ“.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ დაიბრუნა ტერიტორიის ნახევარი, რომელიც რუსეთმა თავდაპირველად დაიპყრო, ეს კონტრშეტევის დასაწყისია.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მა უკრაინას 42 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გადასცა.