თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებას არ შეაფასებენ
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის განცხადებას არ შეაფასებენ

თეთრი სახლი არ შეაფასებს შუმერის განცხადებას ისრაელში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ლიდერი შუმერი დარწმუნებულია ამაში. ასე რომ, ჩვენ მას აუცილებლად მივცემთ უფლებას, ისაუბროს ამ საკითხზე და გააკეთოს კომენტარი“, – განაცხადა კირბიმ.

კირბის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, „დარჩეს ორიენტირებული იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც საკუთარი თავის დასაცავად სჭირდება და დარწმუნდეს, რომ ისრაელი აკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“.

როგორც კირბიმ აღნიშნა, აშშ ორიენტირებულია ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე, რათა ყველა მძევალი დააბრუნონ სახლში, ასევე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ ღაზის მოსახლეობას.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.