ჯონ კირბი - თეთრი სახლი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება
თეთრი სახლი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა საუბარი გამართეს ისრაელელ მაღალჩინოსნებთან და აგრძელებენ ინტენსიურ დიპლომატიურ ჩართულობას იმის გასარკვევად, რა შეიძლება გაკეთდეს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტისთვის. ამერიკამ ასევე გამოთქვა მტკიცე სურვილი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დიპლომატიური გზის მოძებნისთვის, რათა ტყვეები სახლში დაბრუნდნენ“, – თქვა კირბიმ.