ჯონ კირბი - რუსეთში არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, პუტინმა დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები და ხელი შეუშალა სხვებს, ეყარათ კენჭი
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ეხმაურება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც კირბი აცხადებს, არჩევნები რუსეთში არ არის თავისუფალი.
„არჩევნები აშკარად არ არის თავისუფალი და სამართლიანი იმის გათვალისწინებით, რომ პუტინმა დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები და ხელი შეუშალა სხვებს, მის წინააღმდეგ ეყარათ კენჭი“, – ამბობს კირბი.