ჯონ კირბი - მოხარული ვართ, რომ კანონი გაწვეულია, საჭიროა მეტი რეფორმა, ჯეიკ სალივანმა საქართველოს პრეზიდენტთან ნათლად აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ამაზე მუშაობას
ჯონ კირბი - მოხარული ვართ, რომ კანონი გაწვეულია, საჭიროა მეტი რეფორმა, ჯეიკ სალივანმა საქართველოს პრეზიდენტთან ნათლად აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ამაზე მუშაობას

მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანს შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს დღეს შეხვდა.

შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილმაც გაავრცელა.

ამასთან, როგორც გამოცემა „ჰილის“ ჟურნალისტი იტყობინება, შეხვედრის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, სალომე ზურაბიშვილს და ჯეიკ სალივანს ჰქონდათ შესაძლებლობა, განეხილათ ბოლო მოვლენები, მათ შორის სავადო კანონმდებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები.

როგორც კირბიმ განაცხადა, ბაიდენის ადმინისტრაცია ძლიერ იყო შეშფოთებული, რომ ამ კანონმდებლობას ექნებოდა „შემაკავებელი ეფექტი“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

„მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია და ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, – განაცხადა კირბიმ მედიასთან.

ამასთან, როგორც ჯონ კირბიმ აღნიშნა, საჭიროა საქართველოში მეტი რეფორმა.

მისი თქმით, ჯეიკ სალივანმა საქართველოს პრეზიდენტთან ნათლად აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ამაზე მუშაობას.