ჯონ კირბი - მიუღებელი იქნება ჩინეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის, პოზიციონირება, უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობით
მიუღებელი იქნება ჩინეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის პოზიციონირება, უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობით, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს საერთაშორისო დღის წესრიგთან მიმართებით გამაღიზიანებელი ეფექტი აქვთ.
ჯონ კირბიმ განცხადება რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე გააკეთა. აშშ და მისი დასავლელი მოკავშირეები სკეპტიკურად უყურებენ ჩინეთის მოტივებს და აღნიშნავენ, რომ პეკინმა უარი თქვა რუსეთის დაგმობაზე და მისთვის ეკონომიკური დახმარება უზრუნველყო.
„მათ სურთ, გადაწერონ თამაშის წესები გლობალურად. ისინი ამ ბოლო დროს აძლიერებენ თანამშრომლობასა და ურთიერთობას. თუ ამ შეხვედრიდან გამოვდივართ, არის რაღაც მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, მიუღებელი იქნება, რადგან ყველაფერი, რასაც აპირებენ, არის რუსეთის მიერ დაპყრობის რატიფიცირება დღემდე. ერთადერთი, რასაც ჩინეთი აპირებს, არის, მისცეს ბატონ პუტინს მეტი დრო, რათა გადახედოს, გადამზადდეს და შეეცადოს განახლებული თავდასხმების დაგეგმვას მის მიერ არჩეულ დროს. ჩვენ ვიმედოვნებთ, და ეს ადრეც ვთქვით, რომ ბატონი სი ძინპინი დაურეკავს და გაესაუბრება პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ გვჯერა, რომ ჩინელებმა უნდა მიიღონ უკრაინის პოზიცია“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.