ჯონ კირბი - ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატო გახდა უფრო ძლიერი და დიდი, ვიდრე ოდესმე, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ ალიანსის ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს
ჯონ კირბი - ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატო გახდა უფრო ძლიერი და დიდი, ვიდრე ოდესმე, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ ალიანსის ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ნატო გახდა უფრო ძლიერი და დიდი, ვიდრე ოდესმე, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ ალიანსის ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

თეთრი სახლის ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორს, ჯონ კირბის ჰკითხეს მისი მოსაზრება ტრამპის განცხადებაზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.

„ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ამ კონკრეტული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანამდებობაზე ყოფნისას, ნატო უფრო აქტუალური, ძლიერი, უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თქვენ არაერთხელ გსმენიათ პრეზიდენტ ბაიდენისგან, რომ საჭიროების შემთხვევაში ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. სწორედ ეს უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, როცა საქმე ნატო-ს ეხება“, – განაცხადა კირბიმ.