ჯონ კირბი - გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები, ფაქტობრივად, სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით
აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები, ფაქტობრივად, სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მეთაურები იმუქრებიან მთელი ქვედანაყოფების სიკვდილით დასჯით, თუ ისინი შეეცდებიან, უკან დაიხიონ უკრაინული საარტილერიო ცეცხლისგან“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
კირბიმ აღნიშნა, რომ ჯარისკაცების სიკვდილით დასჯის მუქარა იყო „ბარბაროსული“.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ძალები უგულებელყოფენ დიდ დანაკარგებს და აგრძელებენ სწრაფვას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ავდეევკას დასაპყრობად.