ჯონ კირბი - ჩვენ არ ვაწესებთ წითელ ხაზებს ისრაელისთვის
ჯონ კირბი - ჩვენ არ ვაწესებთ წითელ ხაზებს ისრაელისთვის

თეთრი სახლის სპიკერი ჯონ კირბი უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე ისრაელის მიერ სახმელეთო იერიშების გაფართოებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.

„ჩვენ არ ვაწესებთ წითელ ხაზებს ისრაელისთვის“, – ამბობს კირბი ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეთრი სახლის სპიკერი აცხადებს, რომ აშშ აგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, მაგრამ თავიდანვე ვამბობდით გვექნება საუბრები იმაზე, თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას“, – განაცხადა კირბიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“. ამასთან, ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები აცხადებენ, რომ ისრაელის სახმელეთო ძალები, მათ შორის ტანკები, მოქმედებენ ანკლავის შიგნით.