ჯონ კირბი - აშშ-ს არ უნახავს ნიშანი იმისა, რომ ირანში მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას
ჯონ კირბი - აშშ-ს არ უნახავს ნიშანი იმისა, რომ ირანში მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას

აშშ-ს არ უნახავს რამე ნიშანი იმისა, რომ ირანში მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს ამ ეტაპზე არ აქვს ბევრი ინფორმაცია აფეთქებების შესახებ.

ჟურნალისტის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ისრაელმა რამე სახის მონაწილეობა მიიღო ამ აფეთქებაში, კირბიმ უპასუხა, რომ ის არ აპირებდა სხვა ერის სახელით საუბარს.

„მე გეტყვით, რომ ჩვენ არ გვაქვს რამე მინიშნება იმისა, რომ ისრაელი რამე ფორმით იყო ჩართული ამ საქმეში“, – განაცხადა კირბიმ.