ჯონ კირბი აცხადებს, რომ პუტინს სულ უფრო მეტად უჭირს უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის დამალვა
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინს სულ უფრო მეტად უჭირს უკრაინაში რუსეთის წარუმატებლობის დამალვა. ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. მან კიევის სამხედრო წარმატებებს შთამბეჭდავი უწოდა და უკრაინას დამატებით დახმარებას დაპირდა.
„არ ვიცი, შეიძლება თუ არა, ვუწოდოთ უკრაინის ჯარების სწრაფ წინსვლას გარდამტეხი მომენტი, მაგრამ ცხადია, რომ უკრაინის სამხედროების ცნობები შთამბეჭდავია. ჩვენ ვიზრუნებთ, რათა გავაგრძელოთ უკრაინელების მომარაგება საჭირო ინსტრუმენტებითა და რესურსით შემდგომი წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.
კირბიმ ასევე თქვა, რომ რუს სამხედროებს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ჰქონდათ შეთანხმებული ურთიერთქმედების, კარგი მეთაურობისა და საბრძოლო ჟინის პრობლემები.
„ისინი გარბოდნენ ბრძოლიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კიევიდან და მისი შემოგარენიდან“ – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.