ჯონ კირბი აცხადებს, რომ პუტინის უკრაინაში ინტერვენცია არის ცივსისხლიანი და უზნეო სისასტიკე
ჯონ კირბი აცხადებს, რომ პუტინის უკრაინაში ინტერვენცია არის ცივსისხლიანი და უზნეო სისასტიკე

პენტაგონის პრესსპიკერი ჯონ კირბი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ინტერვენციისას უზნეობასა და სისასტიკეში ადანაშაულებს.

„ეს არის ყველაზე ცივსისხლიანი და უზნეო სისასტიკე“, – განაცხადა კირბიმ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

ჯონ კირბის აზრით, დასავლეთმა სრულად არ შეაფასა ძალადობის, სისასტიკისა და უზნეობის დონე, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში უდანაშაულო ადამიანებს, არამებრძოლებს, მოქალაქეებს დაატყდებოდა თავს.

„მე არ ჩავუღრმავდები ვლადიმერ პუტინის ფსიქოლოგიას. რთულია, უყურო იმას, რასაც ის აკეთებს უკრაინაში, რასაც მისი ძალები აკეთებენ უკრაინაში და იფიქრო, რომ რომელიმე ეთიკურმა, ზნეობრივმა ადამიანმა შეიძლება, გაამართლოს ეს. რთულია, უყურო ამ სურათებს და წარმოიდგინო, რომ საღად მოაზროვნე, სერიოზული ბუნების ლიდერს შეეძლო ამის გაკეთება. ასე რომ, მე ვერ ვისაუბრებ ფსიქოლოგიაზე, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ, ყველას შეგვიძლია, ვისაუბროთ მის უზნეობაზე“, – განაცხადა კირბიმ.