ჯონ ჯონსმა ტონი ფერგიუსონს ხაბიბთან ბრძოლის წინ რჩევა მისცა
ჯონ ჯონსმა ტონი ფერგიუსონს ხაბიბთან ბრძოლის წინ რჩევა მისცა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად-მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ჯონ ჯონსმა ტონი ფერგიუსონს რჩევა მისცა. „ბოუნსმა“ „ტი ემ ზი სპორტთან“ (TMZ Sports) მიცემულ ინტერვიუში ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლაზეც უსაუბრა.

„ვფიქრობ რომ ფერგიუსონს ხაბვიბის დამარცხების კარგი შანსი აქვს, იმ შემთხვევაში თუ ოქტაგონზე მომზადებული სტრატეგიით გავა. მე ვთვლი, რომ ხაბიბის დამარცხება პირველ რაუნდებში ფაქტობრივად შეუძლებელია, აქედან გამომდინარე ჩემი რჩევა იქნება ტონის მიმართ რომ პირველ რიგში არ იჩქაროს. მას თავისუფლად შეუძლია დათმოს პირველი ორი რაუნდი და მესამე რაუნდიდან შეუდგეს საქმეს. მისი კარგიო ამის საშუალებას იძლევა. რა თქმა უდნა ეს დიდ რისკტან არის დაკავშირებული, რადგან იმ შემთხვევაში თუ ტონი პირველ ორ რაუნდს წააგებს, მას დანარჩენი 3-ის უპირობოდ მოგება მოუწევს, თუმცა ჩემი აზრით ასეთ შემთხვევაში ტონის კარგი შანსი ექნება. ხაბიბის დამარცხება მხოლოდ არაორდინალური ბრძოლით თუ შეიძლება“.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის სატიტული ბრძოლა 2020 წლის 18 აპრილს შედგება.