ჯონ ეგანი საქართველოში თავდაჯერებული მოდის – მოგება რთული იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ
ჯონ ეგანი საქართველოში იმედიანად მოემგზავრება – ირლანდიის ნაკრები ევრო-2020-ის „დ“ შესარჩევი ჯგუფის ლიდერია, „შეფილდ იუნაიტედის“ ცენტრალური მცველი ფიქრობს, რომ 12 ოქტომბერს „დინამო-არენაზე“ „ჯვაროსნებთანაც“ წარმატებულ შეხვედრას ჩაატარებენ.
„ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და ლიდერები ვართ. საქართველოშიც თავდაჯერებულები მივდივართ და გვჯერა, რომ შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ახლა სრულად შაბათის თამაშზე ვართ ორიენტირებულები. სამი მართლაც რთული თამაში დაგვრჩა – საქართველოს, შვეიცარიისა და დანიასთან ნაკრებებთან. ბევრი შრომაა საჭირო, მომავალი ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ გავიდეთ. გუნდში ყველა ამ მიზნითაა გაერთიანებული. მართლაც კარგი ჯგუფში მოვხვდით. მაგრამ ბევრი მოთამაშე კარგ ფორმაშია, ჩვენც ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ და იმედი მაქვს, შედეგის მიღწევა და კვალიფიკაციის გავლა შეგვიძლია“ – ამბობს ჯონ ეგანი.
ირლანდიამ და საქართველომ ერთმანეთთან 10 შეხვედრა ჩაატარეს და ამ დაპირისპირებათა სერიაში ირლანდია დაუმარცხებელია. მეტოქეები ბოლო მატჩი 26 მარტს „ავიავას“ სტადიონზე ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა 1:0. ამ სტატისტიკის მიუხედავად, ირლანდიელი მცველი აცხადებს, რომ საქართველოსგან საფრთხე მაინც არსებობს: „არ შეიძლება მხოლოდ წარსულში ყურება. ყველა თამაში ახალი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, მეტოქესთან ათი შეხვედრა მოიგე თუ 20, ერთადერთი თამაში, რომელსაც მნიშვნელობა აქვს, მომდევნო მატჩია. დუბლინში მათთან დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. მაგრამ ქართველებმა აჩვენეს, რომ კარგი გუნდია – მაგალითად, დანიასთან ფრედ ითამაშეს, რომელიც ძლიერი ნაკრებია. თბილისში ჩვენ სათამაშო გეგმით უნდა წავიდეთ და მის შესრულებას შევეცადოთ”.
ირლანდიამ თბილისში ბოლო მოგზაურობისას 2017 წლის სექტემბერს 1:1 დაასრულა. ჯონ ეგანს სურს, რომ ამჯერად საქართველოს დედაქალაქი სამი ქულით დატოვოს: „როდესაც მოედანზე გამოვდივართ, ვცდილობთ მოვიგოთ. ამას ყოველთვის ვერ ვახერხებთ, მაგრამ საქართველოში წასვლას თავდაჯერებით ვაპირებთ და იმედი მაქვს, რომ 3 ქულის მოპოვებას შევძლებთ”.