ჯონ ბოლტონი თავის წიგნში ჯასტინ ტრუდოსა და ემანუელ მაკრონის მიმართ დონალდ ტრამპის ანტიპათიის შესახებ წერს
ჯონ ბოლტონმა თავის წიგნში ჯასტინ ტრუდოსა და ემანუელ მაკრონის მიმართ დონალდ ტრამპის ანტიპათიის შესახებ დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური „სიბისი“ ავრცელებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ბოლტონი თავის წიგნში, „ოთახი, სადაც ეს მოხდა“, წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს კანადის პრემიერ-მინისტრი არ მოსწონს და ერთხელ თავის თანამშრომლებს პირადად მოუწოდა, რომ სატელევიზიო ინტერვიუების დროს თავს დასხმოდნენ. ჯონ ბოლტონი აღწერს 2018 წლის დიდი შვიდეულის კვებეკში გამართულ შეხვედრას და ამბობს, რომ ტრამპს კანადისა და საფრანგეთის ლიდერების მიმართ ნეგატიური განწყობები ჰქონდა.
ბოლტონი წერს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად გამგზავრების დროს, ტრამპმა აღშფოთება გამოხატა, როდესაც შეიტყო, რომ ჯასტინ ტრუდო კვლავ გამოხატავდა უკმაყოფილებას აშშ-ს ტარიფების მიმართ დახურულ პრესკონფერენციაზე.
ბოლტონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის კომუნიკეს მიმართ უკმაყოფილება „ტვიტერში“ გამოხატა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გააღვიძა, რომ ტრუდოს პრესკონფერენციაზე მასშტაბური რისხვა გამოეთქვა.