ჯონ ბოლტონი - საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევა სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება
ჯონ ბოლტონი - საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევა სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება

აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია როდის დასრულდება საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევის პროცესი.

როგორც ჯონ ბოლტონმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ელჩის შერჩევა რთულ პროცესს უკავშირდება.

„არ ვიცი, როდის დასრულდება ელჩის შერჩევის პროცესი. ელიზაბეთ რუდი შესანიშნავად უძღვება ამერიკის საელჩოს, ვიდრე მოხდება ახალი ელჩის დანიშვნა, რაც სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება”, – განაცხადა ბოლტონმა.