ჯონ ბოლტონი საერთაშორისო საზოგადოებას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს
ჯონ ბოლტონი საერთაშორისო საზოგადოებას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯონ ბოლტონი საერთაშორისო საზოგადოებას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.

ლიმაში, ვენესუელას საკითხისადმი მიძღვნილ სამიტზე სიტყვის გამოსვლის დროს ბოლტონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს დაუწესებს ყველა იმ პირს, მათ შორის უცხოელებსაც, რომლებიც მადუროს მთავრობას მხარს უჭერენ.

„ჩვენ გზავნილს ვუკეთებთ მესამე მხარეს, ვისაც მადუროსთან ერთად სურს საქმის კეთება – ფრთხილად იყავით. დიალოგის დრო დასრულდა, ახლა დადგა ქმედების დრო“, – განაცხდა ბოლტონმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას სრული ეკონომიკური ემბარგო დაუწესა. აშშ-მ საკუთარ ტერიტორიაზე ვენესუელას მთავრობის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების აქტივები დაბლოკა. ამასთან, აშშ-ში მათთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური ოპერაციები აიკრძალა. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების დროს განხორციელებული ოპერაციები.