ჯონ ბოლტონი კიევში ჩაფრინდა
ჯონ ბოლტონი კიევში ჩაფრინდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი კიევში ჩაფრინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია, კიევში ამერიკის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მივესალმებით, ჯონ ბოლტონის მორიგ ვიზიტს უკრაინაში. მისი უკრაინაში ჩამოსვლა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერის მორიგი დადასტურებაა“,- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

ბოლტონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ვლადიმერ ზელენსკის რეფორმებს და გეგმას, რომ გახადოს უკრაინა უფრო ძლიერი და წარმატებული ქვეყანა, მხარს უჭერს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შემდეგ ჯონ ბოლტონი მოლდოვას ეწვევა.

დატოვე კომენტარი