ჯონ ბოლტონი - ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს
ჯონ ბოლტონი - ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს

ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ბირთვული განიარაღების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„გაერო-ს რეზოლუცია კრძალავს ნებისმიერი ტიპის ბალისტიკური რაკეტის გაშვებას. სწორედ ამიტომ, ჩრდილოეთ კორეის ცდები, რა თქმა უნდა, არის დარღვევა“, – აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

პრეზიდენტის მრჩეველმა დაამატა, რომ ვაშინგტონი კიმ ჩენ ინის რეჟიმთან მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის. ამასთან, ჯონ ბოლტონმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ აშშ-ის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

ამ გზით ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევად პირველად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. კუნძულოვანი სახელმწიფო კი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით არსებულ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა.

დატოვე კომენტარი