ჯონ ბოლტონი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე მიღწეული შეთანხმება ერთწლიან პროგრამას მოიცავს
ჯონ ბოლტონი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე მიღწეული შეთანხმება ერთწლიან პროგრამას მოიცავს

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ერთწლიან პროგრამას მოიცავს, – ამის შესახებ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა cbsnews-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბოლტონის თქმით, თუ ფხენიანი მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს და ბირთვულ არსენალს სინგაპურში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაანადგურეს, ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება ერთ წელიწადში დასრულდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აღნიშნულ საკითხს ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან აუცილებლად განიხილავს. უნდა გაირკვეს, თუ რა ხერხით გაანადგურებენ კორეელები ბალისტიკურ რაკეტას და მასობრივი განადგურების იარაღს. ჩვენი ექსპერტები უკვე შეთანხმდნენ, რომ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის, ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტის განიარაღების პროცესი ერთ წელში ჩაეტევა“,- განაცხადა ჯონ ბოლტონმა გადაცემა Face the Nation-ში სტუმრობის დროს.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების შესახებ 12 ივნისს გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ. ისტორიული სამიტი სინგაპურში შედგა.