ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ არჩევნებზე არც დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს და არც ჯო ბაიდენს
ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ არჩევნებზე არც დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს და არც ჯო ბაიდენს

ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ არჩევნებზე არც დონალდ ტრამპს და არც ჯო ბაიდენს არ დაუჭერს მხარს. „ეიბისისთან“ ინტერვიუს დროს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ტრამპი პრეზიდენტი არ უნდა იყოს.

„იმედი მაქვს, ისტორიას ტრამპი ემახსოვრება, როგორც ერთვადიანი პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა ისეთ ჩიხში არ შეიყვანა, რომლიდანაც ვერ გამოვალთ. მისი ერთი ვადით პრეზიდენტობას გავუმკლავდებით, ამაში დარწმუნებული ვარ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნოემბერში კონსერვატორი რესპუბლიკელი არ მოიგებს. მე ტრამპის მეორე ვადით არჩევაზე უფრო ვღელავ“, – განაცხადა ბოლტონმა.

ინტერვიუს დროს ​უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ტრამპი კონსერვატორი რესპუბლიკელი არ არის.

„დაზუსტებით შემიძლია, გითხრათ, რომ ხმას არც ტრამპს და არც ბაიდენს არ მივცემ. მე მოვძებნი სხვა კონსერვატორ რესპუბლიკელს და ხმას მას მივცემ“, – განაცხადა ბოლტონმა.